კიევში 9 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი.