პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ | დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ ლამი რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას ეხმაურება.

"რუსეთის შეტევა კიევში, ოხმადეტის ბავშვთა საავადმყოფოზე, არის საშინელი თავდასხმა უკრაინელ მოქალაქეებზე. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა. უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უყევია. პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ" - წერს დეივიდ ლამი X - ზე. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბა კიევში ბავშვთა საავადმყოფო, სამშობიარო და სხვა ქალაქები. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 30-მდე ადამიანი და დაშავებულია 100-ზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი