კიევში მსხვერპლის რიცხვი ისევ გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კიევში, დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 72 დაშავდა. [ამ დრომდე არსებული მონაცემებით, კიევში დაღუპული იყო 17 ადამიანი]

საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება, რომ კიევის სამ რაიონში ისევ გრძელდება სამაშველო სამუშაოები. 

შეგახსენებთ, დღეს დილით,  რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევში დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფო, მოგვიანებით კი სამშობიაროც. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი