საავადმყოფოს ნანგრევებში მოყოლილი ბავშვები | პუტინის მორიგი დანაშაული უკრაინაში

გამოქვეყნდა:

საზარელი სარაკეტო თავდასხმა უკრაინის დედაქალაქზე. რუსი ოკუპანტების სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე ონკოპაციენტი ბავშვები და ორსული ქალები გახდნენ. კასპიის ზღვის ტერიტორიიდან გაშვებული ათობით რაკეტიდან რამდენიმეს სამიზნე   კიევის ცენტრი გახდა. სრულად არის განადგურებული უმსხვილესი პედიატრიული ცენტრი, რომელშიც ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ჭურვი სწორედ იმ ფლიგელს დაეცა, რომელშიც საოპერაციო, რეანიმაციული და ონკოლოგიური ბლოკები იყო განთავსებული. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი საათობრივად იცვლება. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ათობით ადამიანი რჩება. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის სხვა ქალაქებზეც. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი