ოფიციალური ვაშინგტონის ხისტი და უმძიმესი გადაწყვეტილება-სწავლება ღირსეული პარტნიორი შეჩერებულია გაურკვეველი დროით. ანტიდასავლური კამპანიის შემოქმედი "ქართული ოცნება" კი პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ისევ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ესხმის თავს და ამჯერად პენტაგონს ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში.
მთელი დღეა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ამტკიცებს, რომ ყველა ბერკეტს იყენებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად და უსამართლოა ლოიდ ოსტინის უწყების განცხადება, რომ ქართული ოცნება შეერთებულ შტატებს ცრუ, ანტიდასავლურ ბრალდებებს უყენებს.
ოლიგარქის ხელისუფლებასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ხვალ ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი იხსნება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი.