ოპოზიციის კონფიგურაცია საარჩევნოდ | ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა

გამოქვეყნდა:

ქართული ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო დაჯგუფების საკითხი კვლავ ღია რჩება. ევროპაში მიღწეული შეთანხმების შესრულების ვადა ამოიწურა - გარკვეული კონფიგურაციებიც უკვე არსებობს, მაგრამ პოზიციები საბოლოო არ არის. 

ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის და ახალი სახეების პრეზენტაცია გამართა, სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი კონსულტაციები გრძელდება. 

პარტიის ყრილობაზე ენმ-მ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დააფუძნა. პლატფორმის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წარადგინა:

  • გია ჯაფარიძე
  • თამარ კორძაია
  • სოფო ჯაფარიძე
  • ლაშა ბაქრაძე
  • არმაზ ახვლედიანი
  • გიორგი ვაშაძე
  • ირაკლი ფავლენიშვილი

საარჩევნო ნომერი - 5 იქნება.

ბოკუჩავამ პლატფორმის წევრების წარდგენამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა არა დანაწევრების, არამედ ერთიანობის დროა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი