უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმებთან დაკავშირებით, გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა

გამოქვეყნდა:

გაეროს უშიშროების საბჭომ  საგანგებო სხდომა ჩანიშნა. ხვალ, 9 ივლისს, ნიუ იორკის დროით დილის 10 საათზე, რუსეთის დღევანდელ მასირებულ თავდასხმაზე იმსჯელებენ. სხდომის მოწვევა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა.

გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამად როტაციის წესით, სწორედ აგრესორი რუსეთი ხელმძღვანელობს. 

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე დღეს დილით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბა. ბოლო მონაცემებით, კიევში დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი. ათეულობით დაშავდა. მათი რიცხვი საათობრივად იზრდება. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი