უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაღუპულებსა და დაშავებულებზე მონაცემები განაახლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მონაცემები განაახლა. უწყების ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 33 და დაშავდა 140 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, კიევში დაიღუპა 22 ადამიანი, დნეპროპეტროვსკის რაიონში 11;

140 დაჭრილიდან - 74 კიევში, ორი კიევის ოლქში, 64 დნეპროპეტროვსკის ოლქში;

ნანგრევებიდან ამოიყვანეს 19 ადამიანი - 11 კიევში და 8 დნეპროპეტროვსკის რეგიონში;

სავარაუდოდ ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან დაბომბვების ადგილას სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ნანგრევებში კიდევ ეძებენ ადამიანებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი