ვის შეეხება ამნისტია | "საქართველოსთვის" "ოცნებას" სთავაზობს კანონპროექტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირებს შეახოს

გამოქვეყნდა:

ვის შეეხება ამნისტია - "ქართული ოცნება" კანონპროექტის საკუთარ ვერსიას პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ დააინიცირებს. მსჯავრდებულები საპატიმროებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების წინ დატოვებენ. 

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამას ამომრჩევლის გულის მოსაგებად და ხმების მოსაბილიზებლად აკეთებს. მათი აზრით, ამას ისიც მოწმობს, რომ ამნისტიის შესახებ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უყურადღებოდ დარჩა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ამიტომ, სავარაუდოდ, ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. აღნიშნულ საკითხზე დღეს ბრიფინგი გაიმართა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. პარტია "ოცნებას" მოუწოდებს დაანონსებული ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებსაც შეახოს.

"თუ "ოცნების" მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ: წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული; ამნისტია შეახოს რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია და დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს. ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მზად ვართ განვიხილოთ "ოცნების" მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, რა თქმა უნდა, დანაშაულების სიმძიმისა და კატეგორიების გათვალისწინებით", - თქვა მეზვრიშვილმა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი