ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ დანიამ შეაჩერა სამხედრო დახმარების პაკეტი. მისი ინფორმაციით, საუბარია მრავალმილიონიან პროექტზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.
"ამას [აშშ-ის გადაწყვეტილებას] მოჰყვა უკვე კიდევ ერთი ნატოს წევრის მხრიდან სამხედრო დახმარების გაყინვა, საუბარია დანიაზე, რომელიც ჩემი ინფორმაციის აჩერებს სამხედრო დახმარებას, მრავალმილიონიან პროექტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და საუბარი იყო 27 მილიონ ლარზე", - თქვა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ გაურკვეველი ვადით სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" შეაჩერა. გარდა ამისა დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.