"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან

გამოქვეყნდა:

ახალი პოლიტიკური ალიანსი გადამწყვეტი არჩევნების წინ - "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. განცხადებას პოლიტიკური ლიდერები ამ წუთებში აკეთებენ. 

"ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ  უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად" - განაცხადა "ახალის" თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ. 

რაც შეეხება საარჩევნო ნომერს და გაერთიანების სახელს, ნიკა გვარამიას თქმით, 4-იანზე შეჯერებულები არიან, სახელზე კი მსჯელობა გაგრძელდება:  

რაც შეეხება პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის რისი ერთგულიც ვართ ჩვენ და რასაც ხელი მოვაწერეთ, სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს ვგულისხმობ რომ, პრემიერმინისტრი და ზოგადად მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული დღევანდელი მოქმედი პოლიტიკური სპექტრისგან, ანუ არ იყოს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ამას ჩვენ ვეთანხმებით და შესაბამისად, ამაზე ვფიქრობთ. კანდიდატი კონკრეტული არ არსებობს" აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი