მნიშვნელოვანი იყო არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო, ვიბრძოლებთ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის | მელია ალიანსზე

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს მომავალ არჩევნებზე. მისი თქმით, პარტია "ახალი", "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა", როგორც ერთიანი საარჩევნო სუბიექტი, იბრძოლებენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კონტექსტის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მეც რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია ახალი, გირჩი/დროა ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში, მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს", - თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ წარმატებები უსურვა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც რეჟიმის შესაცვლელად იბრძვიან. მისი თქმით, მალე დაიწყება საარჩევნო აქტიური კამპანია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი