"უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი მტკივნეული და საშინელია" - ასე ეხმაურება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რუსული ძალების მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას.
მედიის ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმა ეს განცხადება მოსკოვში, პუტინთან შეხვედრისას გააკეთა.
„იქნება ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ჰუმანურობა, გული შესტკივა, როდესაც ასეთ დანაკარგს ხედავს. შემზარავია, როდესაც უყურებ, რომ უდანაშაულო ბავშვებს კლავენ“. - თქვა მოდიმ.
ინდოეთის პრემიერმინისტრი რუსეთში გუშინ, 8 ივლისს ჩავიდა. დღეს ის მოლაპარაკებებზე პუტინს შეხვდა