"აშშ-მა სანქციების დაწესება ახლა დაიწყო და ეს გაგრძელდება... დაისჯება მთავრობა და ეს სასჯელი არ გავრცელდება ქართველ ხალხზე"​​​​​​​ | "დღის სტუმრის" ინტერვიუ დევიდ კრამერთან

გამოქვეყნდა:

"აშშ-მა სანქციების დაწესება ახლა დაიწყო და ეს გაგრძელდება... დაისჯება მთავრობა და ეს სასჯელი არ გავრცელდება ქართველ ხალხზე", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

როგორც კრამერი ამბობს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მიიღო ის კანონი, რომელსაც ყველა ეწინააღმდეგებოდა და დაგმო, და ეს, მისივე თქმით, სწორედ "ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.

"...მათ გადაწყვიტეს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა ცუდი და არასწორი მიმართულებით გადაიყვანონ. მათ გადაწყვიტეს მოსკოვთან ურთიერთობა. ამას საქართველო ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით მიჰყავს. ჩვენ ვიცით, რომ კონგრესის წარმომადგენლები მიმდინარე ვითარებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" და მათ წარმომადგენლებს აკისრებენ და არავის სხვას. საქართველოს მოსახლეობა და ქართველები პროდასავლელები არიან და მათ ამას ვერაფრით დააბრალებ.

[...]

აშშ საქართველოს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მილიარდებით ეხმარებოდა. ეს იყო ძალიან დიდი დახმარება და იმის მაჩვენებელი, როგორ ეპყრობოდა აშშ საქართველოს. ჩვენ ვთვლიდით, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში ფულის ჩადება აშშ-ს ინტერესებში ასევე შედიოდა. ახლანდელი მთავრობა დაისჯება და იმედი მაქვს, რომ ეს სასჯელი ქართველ ხალხზე არ გავრცელდება. ჩვენ უნდა განვასხვავოთ "ოცნების" წარმომადგენლები და მთავრობა ქართველი ხალხისგან. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ეს ხელისუფლება დარჩა, სიტუაცია ვერ გამოსწორდება. 

[...]

მე ნამდვილად ვიცი, რომ გაუქმდა ათეულობით ადამიანის ვიზა, რომელიც "ქართულ ოცნებას" უკავშირდებოდა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ გაახმოვანონ სახელები ვინც სამოგზაურო ვიზების სანქციების ქვეშ მოხვდა. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ აშშ დააწესებს ფინანსურ სანქციებსაც, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირებს შეეხებათ... მე რომ "ქართული ოცნების" წევრი ვიყო, ფრთხილად ვიქნებოდი, აშშ-მა ახლა დაიწყო სანქციების დაწესება დ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, - ამბობს კრამერი.

კრამერი NATO-ს სამიტზე პრემიერ ირაკლი კობახიძის არმიწვევასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ამით 
"შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მათ აეკრძალებათ ან შეეზღუდებათ ვაშინგტონში ჩასვლა".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი