პროცესი შეჩერებულია. ბრიუსელმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას წითელი შუქი აუნთო. ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უვადოდ გადაიდო. ბრიუსელი, შეერთებული შტატების შემდეგ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს არის პასუხი კრემლის ოლიგარქის დაქვემდებარებაში მყოფი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებზე.
სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა დღევანდელი შედეგი - განმარტავს ევროკავშირის ელჩი. რუსული კანონის მიღება და ანტიდასავლური კამპანია არის მთავარი მიზეზები, რომლის გამოც შეერთებული შტატებიც და ევროპაც აჩერებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ურთიერთობას საქართველოსთან, რაც ქვეყანას უკიდურესად აზიანებს.
იხილეთ ასევე: