ახალი პოლიტიკური ერთობა ოფიციალურად დადასტურდა. "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება"
არიან პირველი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს წინასაარჩევნო გაერთიანების შესახებ. ლიდერებმა დღეს დაადასტურეს ისიც, რომ მათი ბრძოლის მთავარი მიზანი ოლიგარქის ხელისუფლებიდან გაშვება იქნება. და ამ მიზნისთვის ბრძოლაში სხვა პარტიებთან მოლაპარაკებების სივრცე დახურული არ არის. ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო და არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში სხვა გაერთიანებებიც ვიხილოთ.