თავდაცვის ძალები დახმარების გარეშე | აშშ-ის შემდეგ, ქართველი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ პროექტებს ევროპული ქვეყნებიც აჩერებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პოლიტიკით კიდევ უფრო მეტად ზარალდება ქართული არმია. დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შეაჩერეს თითქმის 120 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისთვის იყო განკუთვნილი.

საუბარია ევროკავშირის 90 მილიონიან აღჭურვილობისა და მარაგების შევსების პროგრამაზე, ასევე დანიის მიერ გამოყოფილ 27 მილიონზე. პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაყინვის პარალელურად, ევროკავშირი, შეერთებული შტატების მსგავსად, სამხედრო თანამშრომლობასაც აჩერებს.

რამდენიმე დღის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ყოველწლიური დახმარება აღარ გამოყოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი