"რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს - ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს, კაცობრიობის ნაგავია" | ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

"რუსეთის ელჩს დავაბარეთ, მოსკოვში გადასცეს - ვინც საბავშვო კლინიკებს ესხმის თავს, კაცობრიობის ნაგავია", - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ჩეხურ გამოცემა Seznam Zpravam-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„მკვლელები, რომლებიც კლინიკებში ბავშვებს ესხმიან თავს, კაცობრიობის ნაგვები არიან. მას [რუსეთის ელჩს] დავაბარეთ, რომ ეს მოსკოვში გადასცეს“, - თქვა ლიპავსკიმ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული ძალების მიერ კიევზე, მათ შორის საბავშვო კლინიკაზე, განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რუსეთის ელჩი დაიბარა. მოგვიანებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიპავსკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებები გამოაქვეყნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ტყუილების გავრცელებას აგრძელებს რუსეთი, სიმართლე ასეთია: პუტინის რუსეთი აგრესორია. ტერიტორიული ომის დაწყება რუსეთის არჩევანია. გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა რუსეთის არჩევანია. სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვა რუსეთის არჩევანია. ბავშვებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა რუსეთის არჩევანია“, - განაცხადა ლიპავსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი