
"მე არ ვიხმარდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საუბრობს და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ეხმაურება.
მე არ ვიხმარდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკრო-დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დღეს თუ ამ მიმართულებით არის გამოწვევები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მე იგივე შემიძლია გავიხსენო, გვქონდა ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიეღო ქვეყანას და მსგავსი ტიპის ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ძალიან მალე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებსაც, რომელიც არის ძალიან გრძელი, ძალიან რთული პროცესი, - ამბობს დარჩიაშვილი.