"ეს სრულიად მცდარია... მე უბრალოდ აღვნიშნავ რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს" | მილერის პასუხი რუსეთის პროპაგანდას

გამოქვეყნდა:

"ეს სრულიად მცდარია... მე უბრალოდ აღვნიშნავ რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს და რუსეთის პროპაგანდას პასუხობს. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

"ეს სრულიად მცდარია.

ვფიქრობ, რომ სრულიად აშკარაა, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა და რუსეთი მსგავს ბრალდებებს აკეთებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად მცდარი იყო. აბსურდი. 

მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის, რუსეთის ირონიას, რომელიც უკანონოდ იკავებს საქართველოს 20%-ს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ აბსურდულ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყნის მიმართ", - ამბობს მილერი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი