ღაზაში მდებარე სკოლასთან ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

მინიმუმ 29 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დევნილთა ბანაკზე, სკოლის წინ სამხრეთ ღაზაში, აცხადებენ საავადმყოფოს წარმომადგენლები.

ღაზაში "ჰამასის" კონტროლის ქვეშ მოქმედმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა მოხდა ალ-ავდას სკოლის კარიბჭესთან ქალაქ აბასან ალ-კაბირაში.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გამოიყენეს "ზუსტი საბრძოლო მასალა" და უმიზნებდნენ "ჰამასის სამხედრო ფრთის ტერორისტს", რომელიც, მათი თქმით, მონაწილეობდა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში.

უწყება ამბობს, რომ იკვლევენ ცნობებს მშვდიობიანი მოსახლეობის დაზარალებასთან დაკავშირებით, ალ-ავდას სკოლის მიმდებარედ, სადაც ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები ხან იუნისის აღმოსავლეთის სოფლებიდან.

ინციდენტი მოხდა ერთი კვირის შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს აბასან ალ-კაბირასა და აღმოსავლეთ ხან იუნისის სხვა რაიონებიდან, რის გამოც ათიათასობით ადამიანმა დატოვა ტერიტორია.

როგორც BBC წერს, ეს არის მეოთხე თავდასხმა სკოლებზე ან მის მახლობლად, სადაც დევნილები აფარებენ თავს ბოლო ოთხი დღის განმავლობაში.

ისრაელმა განაცხადა, რომ პირველი სამი დატყმა განხორციელდა, რადგან ამ ტერიტორიას პოლიტიკოსები, პოლიციელები და მებრძოლები ბაზებად იყენებდნენ:

  • პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს 16 ადამიანი დაიღუპა გაეროს მიერ მართულ სკოლაზე ურბანული ნუსეირათ ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული თავდასხმისას, ცენტრალურ ღაზაში. იქ დაახლოებით 2000 იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობდა.
  • კვირას, ღაზაში, ეკლესიის მიერ მართულ სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა "ჰამასის" მთავრობის მაღალჩინოსანი და კიდევ სამი ადამიანი, იტყობინებიან ადგილობრივი წყაროები.
  • ორშაბათს ღამით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა ნუსეირატში გაეროს მართულ სხვა სკოლაზე თავდასხმის შედეგად.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი