ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ 2 300 ლარით დააჯარიმა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება მაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას, რა დროსაც გრიგორიადისი პარლამენტთან დააკავეს. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
გრიგორიადისმა წინასწარი დაკავების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. მისი თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სცემდნენ. ომბუდსმენმა, რომელიც პატიმრებს შეხვდა ასევე თქვა, რომ გრიგორიადისი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა და აღენიშნებოდა ნაკაწრები.