მართლაც ხო არ არის იდეა, რომ ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება?! არ არის სწორე ბატონი ფიშერი | ვოლსკის პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

 არ არის სწორე ბატონი ფიშერი - ამბობს "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი და გერმანიის ელჩის დღევანდელ განცხადებას, ტრადიციული პროპაგანდით პასუხობს:

"ესეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს, მართლაც ხო არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება?! არ არის სწორე ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში...მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესებს არჩევნებმა უნდა დაუსვას წერტილი, ვინაიდან, ეტყობა არასწორი წარმოდგენა აქვთ საზოგადოების განწყობებზე" ამბობს ვოლსკი. 

ოფიციალური ბერლინი საქართველოს დახმარების შესახებ აღარანაირ ახალ ვალდებულებას აღარ აიღებს
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ღიად ამბობს რომ საქართველოს მთავრობის  კურსის გამო,  ევროკავშირში  გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ქვეყანა    ახალ ფინანსურ დახმარებას ვეღარ  მიიღებს-"თუ მთავრობა იყენებს მიუღებელ რიტორიკას მეგობრებთან, მეგობრობა იცვლება - ამბობს დიპლომატი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი