დაჭრილ მორაგბესა და "შვიდკაცას" კაპიტანს რამაზ ხარაზიშვილს პოლიცია სავარაუდოდ დღეს დაკითხავს. სისხლიანი დაპირიპირების მთავარ დაზარალებულს გუშინ "ევექსის" კლინიკაში ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. გვიან ღამემდე კი ვაკის პოლიციაში გარჩევის მონაწილეები და თვითმხილველები იკითხებოდნენ. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, კონფლიქტი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მომხდარიყო. ნაწილი კი შემთხვევის დეტალებს იხსენებს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში მომხდარ სისხლიანი გარჩევისა და დაჭრის ფაქტზე ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია გუშინ, 16 სექტემბერს დააკავა.
ცნობისთვის, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბესელიამ შვიდკაცა რაგბის ნაკრების ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის კაპიტანი - რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბესელიასა და ხარაზიშვილს პირადი დაპირისპირება არ ჰქონიათ და კონფლიქტი, შესაძლოა, რაგბის კავშირში ფინანსებისა და ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.