6-დღიანი ლოდინის შემდეგ, კარა-მურზას ადვოკატს მისი ციხის საავადმყოფოში მონახულების უფლება მისცეს

გამოქვეყნდა:

6-დღიანი ლოდინის შემდეგ, კარა-მურზას ადვოკატს, ომსკში, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მე-11 საავადმყოფოში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების უფლება მისცეს - როგორც მედია პოლიტიკოსის დაცვის წარმომადგენელ ვადიმ პროხოროვზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული უფლება ადვოკატ სერგეი საფრონოვს მიეცა. 

"ვლადიმირ კარა-მურზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია, მაგრამ მას სჭირს მძიმე ქრონიკული დაავადება, პოლინეიროპათია, რაც ხელს უშლის მას სასჯელის მოხდაში... ახლა ადვოკატები მართავენ კონსულტაციებს აუცილებელი ზომების განსასაზღვრად, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ადვოკატებზე წვდომის შესახებ პოლიტპატიმრის უფლებების ასეთი მნიშვნელოვანი დარღვევა", - განაცხადა პროხოროვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი