ლონდონში BBC-ის ჟურნალისტის ცოლი და ორი შვილი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ ლონდონში, სამშაბათს საღამოს, BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი, სავარაუდოდ, არბალეტით მოკლეს. მედიის ცნობით, ისინი პოლიციის მისვლის შემდეგ, მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ.

პოლიციის განცხადებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს თავდამსხმელის ძებნა და ის იდენტიფიცირებულია, როგორც 26 წლის კაილ კლიფორდი. ვარაუდობენ, რომ სამმაგი მკვლელობის დროს არბალეტი გამოიყენეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, შესაძლოა, სხვა იარაღიც იყოს გამოყენებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი