ამირხანაშვილი, DJ კოკო, ახვლედიანი - შაქარაშვილის საქმის მთავარ ფიგურანტებს სასამართლო გამოკითხავს

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხმაურიან და ბურუსით მოცულ საქმეზე დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნების პროცესი გაიმართება. სასამართლო დარბაზში, სავარაუდოდ, საქმის მთავარ ფიგურანტებს გური ამირხანაშვილს, DJ კოკო ღიბრაძესა და ვახო ახვლედიანს გამოკითხავენ. სამივე მათგანს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

აქვე, ცნობილი ხდება, რომ საქმეზე გარდაცვლილის დედა, თამუნა შალვაშვილი დაიკითხება. შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. თუმცა, როდის გამოკითხავენ მას, ადვოკატებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა მკვლელობიდან ერთი თვის განმავლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი