ოლიგარქი ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. "ქართლი ოცნების" დამფუძნებელი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში დაწინაურდა და 369-ე ადგილზე გადაინაცვლა.
Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 700 მილიონი დოლარით გამდიდრდა და ახლა მისი ქონება 7 მილიარდს აჭარბებს. ცნობები იმის შესახებ, რა გახდა ოლიგარქის კიდევ უფრო გამდიდრების წყარო არ მოიპოვება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყველაფერი ზედაპირზეა და ცხადია. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის ქონების ზრდის მთავარი წყარო კორუფციაა.