მასწავლებლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ | პედაგოგები მინისტრს "მომატებულ" ხელფასს უკან უბრუნებენ

გამოქვეყნდა:

მასწავლებლები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ - უკვე მეორე დღეა, განათლების მინისტრს საჯარო სკოლების პედაგოგები მომატებულ ხელფასს უკან უბრუნებენ. გიორგი ამილახვარს საკუთარ საბანკო ანგარიშზე ორმა მასწავლებელმა სიმბოლური თანხა უკვე ჩაურიცხა. პედაგოგები, რომლებიც უკვე თითქმის ერთი წელია ხელისუფლებისგან ხელფასის უპრეცედენტო მატებასთან დაკავშირებულ დაპირებებს ისმენენ, თავს მოტყუებულად გრძნობენ, მომატებულ ხელფასს კი ღირსების შემლახველად და დამამცირებლად მიიჩნევენ. განათლების სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაცემული დაპირება, წინასაარჩევნოდ მასწავლებლების მოსყიდვას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურებოდა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი