რუსული სამხედრო პატრიოტული ბანაკი საქართველოში | ახალგაზრდა რუსები ბათუმში იმპერიალისტური სიმბოლიკით გადაადგილდებიან

გამოქვეყნდა:

რუსული სამხედრო პატრიოტული ბანაკი საქართველოში და ახალგაზრდა რუსები იმპერიალისტური სიმბოლიკით. ბათუმის ქუჩებში დღეს მთელი დღის განმავლობაში სეირნობდნენ ახალგაზრდები ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით, და V და Z ასოებით მაისურებზე. ეს ახალგაზრდები კარატეს კლუბ ტორნადოს წევრები არიან, რომლებიც, როგორც ირკვევა, ურეკში სამხედრო-პატრიოტულ ბანაკში ისვენებენ. 

რუსული იმნპერიალიზმის და სამხედრო აგრესიის სიმბოლოების გამოჩენა ბათუმელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. რამდენიმე გამვლელმა ტურისტებს შენიშვნაც კი მისცა, თუმცა რუსები პირიქით, უფრო აგრესიულები გახდნენ. საქმე საპატრულო პოლიციის გამოძახებამდეც კი მივიდა, თუმცა გაგრძელდება თუ არა მოკვლევა და ჩაერევა თუ არა ხელისუფლება ამ ისტორიაში, გაურკვეველია. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი