სამოქალაქო საზოგადოება ოლიგარქის ხელისუფლების წინააღმდეგ. "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონის ამოქმედების მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციები რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ. მესამე სექტორი ხელისუფლებასთან სამართლებრივ დავას იწყებს და მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე. თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი ნაბიჯი - საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშიც გაიგზავნება. ივანიშვილის კლანის მიერ დამტკიცებული რეპრესიული კანონის თანახმად, ყველა, ვინც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებს ვალდებულია დარეგისტრირდეს ღირსების შემლახავ რეესტრში.