"განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე" | ზელენსკი ჯონსონს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა ამერიკა-უკრაინის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სპიკერ ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"მე შევხვდი პალატის სპიკერს ჯონსონს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა უკრაინა-ამერიკის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

ჩვენ განვიხილეთ NATO-ს სამიტის მოლოდინები და უკრაინის პროგრესი რეფორმების განხორციელების გზაზე EU-სა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე. აშშ-ის მხრიდან საბიუჯეტო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

მსოფლიო უნდა დარჩეს ადგილად, სადაც ჭარბობს თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები.

მადლობა გადავუხადე სპიკერ ჯონსონს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში," - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი