
"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირების კომპანიები და საეჭვო ტენდერები - ირკვევა, რომ მმართველი პარტიის კოორდინატორისა და მისი ახლობლების კომპანიებმა ვანში სკოლებსა და ბაღებში სველი წერტილების მოსაწყობად ბიუჯეტიდან უტენდეროდ 100 ათას ლარზე მეტი მიიღეს.
ვანში არსებული ტენდერები "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა. ორგანიზაცია კორუფციულ სქემაზე მიანიშნებს. ამბობენ, რომ კომპანიები "20-20" და "სანი 2020" აგვისტოში საგანგებოდ შეიქმნა. რეგისტრაციიდან 1 თვეში კი ბიუჯეტიდან თანხა უკვე გადაერიცხათ.
"ფლანგვის დეტექტორის" მტკიცებით, დამფუძნებლები ბესიკ შუბლაძე და შალვა კაშია მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და მისი აქტიური მხარდამჭერები არიან.