საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

გამოქვეყნდა:

საპროკურორო საბჭომ, როგორც მოსალოდნელი იყო გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია და პარლამენტს სწორედ მას წარუდგენს.  კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაბიტაშვილმა 11 ხმა მიიღო. ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს ვიქტორ ახალბედაშვილმა და დარეჯან ბუცხრიკიძემ.

სამივე კანდიდატი საბოლოო კენჭისყრისთვის გუშინ შეირჩა.

გიორგი გაბიტაშვილი ამჟამად გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი