"აირჩიე ევროპა" | ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

გამოქვეყნდა:

"აირჩიე ევროპა" - დაფუძნდა ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. "კოკა-კოლა ივენთ ჰოლში" გამართულ ღონისძიებაზე ხათუნა ლაგაზიძემ თქვა:

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს, ყველაზე გადამწყვეტი გამარჯვების მოსაპოვებლად, დღეს ფუძნდება სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპა. 16 წლის წინ, როცა ჩემი ანა დაიბადა, პირველი რაც მან ჩაისუნთქა, თავისუფლების ჰაერი იყო, მას შემდეგ მის სუნთქვასავით ვუფრთხილდები ამ თავისუფლებას. 26 ოქტომბერს გადაწყდება გავაგრძელებთ თუ ვერა თავისუფლად სუნთქვას".

მისი განცხადებით, დღეს ხელისუფლება ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ესე იგი უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. 

"ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი, ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება", - თქვა ლაგაზიძემ.

ანალიტიკოსი, ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ამბობს, რომ მოძრაობა ღიაა ყველასთვის განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა - "ვინც ჩვენსავით ფიქრობს და ვინც მზად არის, იბრძოლოს და იშრომოს საქართველოს ევროპული მომავლის გადასარჩენად, შემოგვიერთდით, ავირჩიოთ ევროპა, ერთად გავიმარჯვოთ და ერთად გავამარჯვებინოთ საქართველოს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი