Rosfinmonitoring-მა ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია „ტერორისტებისა“ და „ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.
დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსულ ბანკებში სრულად დაიბლოკება ნავალნაიას ანგარიშები.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ ნავალნაიას 9 ივლისს დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა".