50-ზე მეტი რუსული ტანკერი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო არ ფუნქციონირებს. ტანკერები შავ და ბალტიის ზღვებში, სუეცის არხში, ასევე სამხრეთ კორეისა და ჩინეთის სანაპიროებთან დგას - ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ცარიელი ტანკერები ასევე დგას უსტ-ლუგას და ნოვოროსიისკის პორტებში, ასევე ეგვიპტის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ნავსადგურებში.
საერთო ჯამში, 2023 წლის ოქტომბრიდან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები 53 ტანკერზე გავრცელდა, რაც ყველა იმ გემის 7,5 %-ია, რომლებითაც რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.