სახდეპის წარმომადგენელი საქართველოში | ეზრა ზეიას კრიტიკული გზავნილები "ოცნების" ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი "ქართული ოცნების" ქმედებებმა შეაჩერა - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილისგან მოისმინეს. თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეზრა ზეია კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტავს იმას, რაც ბოლო პერიოდში საქართველოსა და დასავლელ პარნიორებს შორის ხდება: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ანტიადასავლური ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაციის გავრცელება; შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართველ ხალხს. 

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის განცხადებები თბილისში, NATO-ს დეკლარაცია ვაშინგტონში და კონრესის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მძიმე პოლიტიკური შედეგის მომტანი ხდება. კონგრესმენებმა დღეს მხარი დაუჭირეს MEGOBARI აქტს, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის მძიმე სანქციებს ითვალისწინებს. ახლა დოკუმენტი უშუალოდ პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიღების შემდეგ ფაქტობრივად კანონად იქცევა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი