"საქართველომ EU-ს და NATO-ს გზიდან გადაუხვია... ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ 20 წლით დახია უკან" | არახამია

გამოქვეყნდა:

"საქართველომ EU-ს და NATO-ს გზიდან გადაუხვია... ხელისუფლების პოლიტიკამ ქვეყანა NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ 20 წლით დახია უკან", - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.

"ძალიან რთულია თვალის დევნება იმისთვის, რაც ხდება საქართველოში... გამოკითხვებით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს ევროინტეგრაციას უჭერს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება თავს იკატუნებდა, რომ თითქოს მხარს ევროინტეგრაციას უჭერდა, მაგრამ ახლა აშკარა გახდა, რომ ქვეყანამ EU-ს გზიდან გადაუხვია. თუ აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაცია იყო, ახლა ქვეყანამ NATO-ს გზიდანაც გადაუხვია... ამ პოლიტიკამ საქართველო NATO-ში ინტეგრაციიდან ალბათ 20 წლით დახია უკან", - განაცხადა არახამიამ. [სინქრონული თარგმანი]

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი