ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მანამდე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ძირითადად შეეხო არჩევნებს და მასზე დაკვირვების პროცესს რუსული კანონის ამოქმედების პირობებში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის წარმომადგენლები.
დღესვე ეზრა ზეია უნდა შეხვდეს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ის მედიასთან კომენტარს სავარაუდოდ ამ ვიზიტის ბოლოს გააკეთებს.