მოსკოვის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ოლქის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში მხოლოდ ეკიპაჟის წევრები, იმყოფებოდნენ. Sukhoi Superjet-ის ლაინერი ტყის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და სავარაუდოდ ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თვითმფრინავი გარემონტების შემდეგ ქარხნიდან - ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი ლაინერი ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო და ის ავიაკომპანია გაზპრომ ავია-ს ეკუთვნოდა.