ნეპალში 2 სამგზავრო ავტობუსი მეწყერმა ჩაიტანა | 60-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ნეპალში, დედაქალაქ კატმანდუდან დაახლოებით 90 კილომეტრის მოშორებით, მდინარეში 60-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ორი სამგზავრო ავტობუსი ადიდებულ წყალში ჩაიტანა. 

სამძებრო სამუშაოებს ართულებს წყალდიდობა. 

მედიის ინფორმაციით, შემთხვევას მხოლოდ სამი ადამიანი გადაურჩა. მათ ავტობუსიდან გადახტომა იქამდე მოასწრეს, ვიდრე სატრანსპორტო საშუალება მდინარეში ჩავარდებოდა.

ოფიციალური მონაცემებით, ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ძლიერი მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად ნეპალში 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი