
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოასწოროს კურსი და შეასრულოს საზოგადოების მოთხოვნები ევროპისკენ მიმავალ გზაზე'' - ეზრა ზეია სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობას მიმართავს და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრიდან ფოტოს აქვეყნებს.
''სერიოზულად შეშფოთებული ვარ იმის გამო, თუ როგორ უთხრის ძირს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ უცხოური გავლენის შესახებ კანონი, ქვეყნის ევროკავშირის გზასა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას გამოასწოროს კურსი და შეასრულოს საზოგადოების მოთხოვნები ევროპისკენ მიმავალ გზაზე'' - წერს სოციალურ ქსელში სახ. დეპის გენერალური მდივნის მეორე მოადგილე
ზეიამ თბილისში გამართული ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიის წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან, "ოცნების" დეპუტატებთან, ასევე პრეზიდენტსა და ცესკოს თავმჯდომარეს. ვიზიტის ბოლოს კი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ კობახიძეს შეხვდა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.