ფინეთში მიიღეს კანონი, რომელიც მესაზღვრეებს რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებლების დაბლოკვის უფლებას აძლევს

გამოქვეყნდა:

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესაზღვრეებს რუსეთიდან წამოსული თავშესაფრის მაძიებლების დაბლოკვის უფლებას ანიჭებს. ეს გადაწყვეტილება 1300-ზე მეტი რუსის ფინეთში გადასვლას მოჰყვა, რის შემდეგაც ჰელსინკი იძულებული გახდა საზღვრები დაეხურა. ახალი კანონი ფინეთმა, გუშინ, 12 ივლისს მიიღო. 

ოფიციალური ჰელსინკი მიიჩნევს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საპასუხოდ, რუსეთი მიგრანტებს ფინეთის საზღვრების გადაკვეთაში უწყობს ხელს. პრემიერმინისტრ პეტერი ორპოს მემარჯვენე მთავრობამ ხაზი გაუსვა კანონპროექტის მნიშვნელობას მომავალი მიგრანტების თავიდან ასაცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება ფინეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.

"ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, ძლიერი გზავნილი ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ფინეთი ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვზრუნავთ EU-ის საზღვრის უსაფრთხოებაზე", - განაცხადა
 ორპომ კენჭისყრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის საზღვარი რუსეთიდან, გასული ზაფხულის შემდეგ 1300-ზე მეტმა თავშესაფრის მაძიებელმა გადაკვეთა, რის შემდეგაც ფინეთმა რუსეთთან, გასული წლის ბოლოს, სახმელეთო საზღვრები დახურა. 11 მარტიდან ივლისამდე ახალი თავშესაფრის მაძიებელი არ ჩამოსულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი