"1992-2020 წლებში აშშ-ის დახმარებამ $4,4 მილიარდი შეადგინა, EU-მ კი 2021-2023 წლებში $63 მილიონი გამოგვიყო" | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"1992-2020 წლებში აშშ-ის დახმარებამ 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, EU-მ კი 2021-2023 წლებში 63 მილიონი გამოგვიყო", - ამის შესახებ სტატიას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს, სათაურით: "რუსული კანონი მილიარდებს გვაკარგინებს".

2024 წელს EU-მა 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა, რისი მიზეზიც ე.წ. რუსული კანონის მიღება და ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა იყო. 

ამავე მიზეზით, აშშ-მა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი დროით გადადო.

2021-2023 წლებში ევროკავშირმა ევროპული სამშვიდობო ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის 62.75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო. 

აშშ-ს 1992-2020 წლებში $4.4 მილიარდის საგარეო და სამხედრო დახმარება აქვს საქართველოსთვის გამოყოფილი. 

გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის გარდა, ე.წ. რუსული კანონი საქართველოს მილიარდობით დოლარს აკარგინებს, - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი