AP: არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

არგენტინამ "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და პალესტინის ჯგუფის ფინანსური აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტის ოფისმა, პარასკევს, გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა იყო ისრაელის 76-წლიან ისტორიაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არგენტინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ გამოაცხადა თავისი "ურყევი სურვილი, აღიაროს ტერორისტები ისეთებად, როგორებიც არიან ისინი" და რომ "პირველად არსებობს ამის პოლიტიკური ნება".

ასევე, განცხადებაში საუბარაი "ჰამასის" მჭიდრო კავშირებზე ირანთან, რომელსაც არგენტინა ორ ტერაქტში ადანაშაულებს. კერძოდ, 1994 წელს ბუენოს-აირესის ებრაულ საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარ აფეთქებაში, რის შედეგადაც 85 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ასევე, 1992 წელს ბუენოს-აირესში ისრაელის საელჩოზე თავდასხმისაში, რომლის დროსაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არგენტინაში ამ ტერაქტების ჩადენაში დაადანაშაულეს ლიბანური ჯგუფის "ჰეზბოლას" წევრები, რომლებსაც ირანი მხარს უჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი