აჭარაში "ოცნების" შტაბის უფროსს უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" შტაბის უფროსს აჭარში გიორგი მანველიძეს და მის მამას, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბაგრატ მანველიძეს საზოგადოებრივი მოძრაობა "შენთან ერთად" და ბათუმის მკვიდრი მელანია დავითაძე უკანონო მშენებლობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

ამბობენ, რომ  ბათუმში ახვლედიანის ქუჩაზე კორპუსი უკანონოდ აშენდა და იგნორირებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება - დავითაძეების სახლსა და კორპუსს შორის დისტანციის შესახებ.

ამაში კი, მათი თქმით, დაინტერესებულები სწორედ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები არიან. მელანია დავითაძე განმარტავს, რომ კორპუსში ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის შვილს 472 კვადრატული მეტრი აქვს, საიდანაც 175 კომერციული ფართია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი