სლოვაკეთში, მუსიკალურ ფესტივალზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაშავდა - ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტრენჩინის აეროდრომზე მოხდა, სადაც ძლიერმა ქარმა ფესტივალისთვის მოწყობილი კარვები დაშალა.
ცნობილია, რომ კარვების ქვეშ ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 34 ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.