
"აქტს, რომელსაც ჰქვია MEGOBARI აქტი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს... სერიოზულად საჭიროა ურთიერთობების გადახედვა", - ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საუბრობს და აშშ-ს თავს მორიგ ჯერზე ესხმის.
"ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია MEGOBARI აქტი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება MEGOBARI აქტი. ეს, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები", - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.