კალაძე პარტნიორების კრიტიკას "სიტყვების ბრახა-ბრუხს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

"სიტყვების ბრახა-ბრუხი არ არის [საკმარისი], არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი...", - თბილისის მერი კახა 
კალაძე პარტნიორების კრიტიკას მორიგი პროპაგანდით პასუხობს. 

ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას და სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ იყო მოწოდებები ხო, ჩვენ ხო არ ვიგონებთ ხო. უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, თუ არ ვცდები, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა. რა არის ანტიდასავლური და რაში გამოიხატება კურსის ცვლილება. ერთი მაგალითი ვინმემ წარმოადგინოს და თქვას, ხო. ეს სიტყვების ბრახა-ბრუხი არ არის, კაცო, მხოლოდ, არგუმენტებით უნდა იყოს საუბარი. ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. მანამდე იყო კანდიდატის სტატუსის საკითხი, რომელსაც ასევე არასამართლიანად იყენებდნენ და საქართველოს წინააღმდეგ და იგივე ხდება დღეს, არაფერი განსაკუთრებული, - ამბობს კალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი